"იარტ გალერეაში" ყველა რეგულაციის დაცვით და უკვე ფიზიკური სახით დამთვალიერებელს ხვალიდან ელოდებიან.
გამოფენა, სახელწოდებით "შავ-თეთრი ოთახი" არის ექსპოზიცია, სადაც თავმოყრილია ფრანგული იმპრესიონიზმის, ქართული კლასიკისა და თანამედროვე მხატვრობის გამორჩეული ნამუშევრები.
აქ შეხვდებით სალვადორ დალის, ედგარ დეგას, დავით კაკაბაძეს, უნიკალურ სერგო ქობულაძეს და ლადო გუდიაშვილს, ასევე იხილავთ შალვა მატუაშვილის, ირაკლი ფარჯიანის და 70-ზე მეტი ქართველი მხატვრის გრაფიკულ სერიას.
წარმოდგენილ ნიმუშებს შორის არის ფანქრით, კალმით, პასტელითა თუ ნახშირით შესრულებული ნახატები.
"შავ-თეთრი ოთახი" "იარტ გალერეაში" თვის ბოლომდე გაგრძელდება.