პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა მოუწოდებს გიორგი გახარიას, ქვეყანაში არსებული ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოაქციოს. კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დაკავებას გადაწყვტს, ფაქტს ოპოზიცია აპლოდისმენტებით არ შეხვდება.
"აქციები არ არის ოპოზიციის არჩევანი. იმ პირობებში, როდესაც დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბუნებრივია ამას ოპოზიცია აპლოდისმენტებით არ შეხვდება. ეს იძულებითი ნაბიჯია, თორემ ჩვენი ქვეყნისთვის აქციები და ვითარების გამწვავება არ არის საუკეთესო გამოსავალი, ოღონდ ეს გზა აირჩია ხელისუფლებამ.
იმ პირობებში როცა პანდემიაა, ლარი 300 პროცენტით გაუფასრუდა, ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღიურად უქმდება, ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაიწყოს რეპრესიები. ვფიქრობ ტაქტიკურადაც შეცდომაა, თავი რომ დავანებოთ ამ საქმის სამართლებრივ და კონსტიტუციურ მხარეს.
პირადად მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, იმიტომ რომ ვფიქრობ, სამთავრობო გუნდში მეტი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე კობახიძეს ან სხვა საპარლამენტო ლიდერებს. დღეს, როდესაც ქვეყანა დენთის კასრზეა თავიდან ბოლომდე, ახლა რეპრესიების დაწყება, ეს იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა და მოვუწოდებ მას, პირიქით, ქვეყანას ჭირდება ვითარების განმუხტვა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა და ოპოზიციასთან დიალოგი ვადამდელი არჩევნების შესახებ,"- განაცხადა "დღის კურიერში" კახა კუკავამ.