ქობულეთში მომხდარი ტრაგედია - ოჯახში, სადაც ყველამ ყველაფერი იცოდა, 14 წლის გოგონას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდნენ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებით.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედის თქმით, შვილი ტელეფონით ხშირად უყვებოდა, რომ მასზე ძალადობდნენ.
სწორედ ამ მუხლით, 14 წლის ნინის ბაბუა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი შვილიშვილს სასტიკად უსწორდებოდა.
გახდა თუ არა ძალადობა ოჯახში მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.
რატომ ვერ შეძლეს არასრულწლოვნის დაცვა, ახლა ყველას საკუთრი ვერსია აქვს, მათ შორის, დედას, რომელიც მამამთილის გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს.