გოგი წულაიამ კომენდანტის საათი დაარღვია. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ დაუმორჩილებლობა პროტესტის ნიშნად გამოაცხადა. მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას, პოლიტიკური ნიშნით ყველა დაჯარიმებულს და არ ემორჩილება "ქართული ოცნების" უკანონო შეზღუდვებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ წულაია ადგილზე არ დაუჯარიმებიათ. გოგი წულაიას თქმით, სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, საჯაროდ დაჯარიმება ვერ გაბედეს და სავარაუდოდ, ჯარიმას სახლში გაუგზავნიან.