19 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
რეალურთან მიახლოებული სცენარი, რეალური საბრძოლო ტყვიებით - თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმმა "მტერი" "კურიერის" თვალწინ გაანეიტრალა

მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მტრის საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნა, შეტევა, მომხრე ჯგუფის სწრაფი რეაგირება და მოწინააღმდეგის განადგურება - თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთ მნიშვნელოვან წვრთნას გადიან. სწავლების მიზანი სპეცრაზმელების არასტანდარტულ სიტუაციებში მოხვედრა, გადაწყვეტილების დროული მიღება და მისი სწრაფი განხორციელებაა.

დღეს თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმმა "მტერი" "კურიერის" თვალწინ გაანეიტრალა.
რეალურთან მიახლოებული სცენარი, რეალური საბრძოლო ტყვიებით - ქართული სპეცრაზმი ნატოს სტანდარტებით მუშაობს. სწავლება ერთ-ერთ პოლიგონზე მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციას, მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას და აფეთქებებს - დღეს ერთადერთი - "რუსთავი 2-ის" კამერა იღებდა.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები