საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" რუსულ თამაშს თამაშობს და აღნიშნა, რომ სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" გამოუჩნდა მაშველ რგოლად სერგეი გავრილოვი:
"ჩვენ 2 დღის განმავლობაში ვხედავთ სპეკულაციურ, მართლაც რუსულ ნარატივს, 2 დღის წინ გაყალბებული არჩევნები იყო ნარატივი და როდესაც აქ, აბსოლუტურად წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ, გუშინწინ საღამოდან დაიწყო გავრილოვის მესიჯბოქსის შემოტანა და გუშინ, ნაცმოძრაობის 2 მედიასაშუალება მიმართავს თხოვნით გავრილოვს, რომ ჩაწეროს მათი ახალი მესიჯბოქსის კვალდაკვალ და გავრილოვი გამოუჩნდა მაშველ რგოლად ნაცმოძრაობას, რომ თავისი მესიჯბოქსი გაემყარებინათ. გავრილოვი თუ შუაშია, იქ არის, სადაც არის ნაცმოძრაობა, პროვოკაცია, დესტაბილიზაცია და ამ ადამიანის გამოყენებით საზოგადოების გაღიზიანება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.