"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყანაში საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება სურს.
გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობა კრიზისს ხელოვნურად ქმნის, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.
"ნებისმიერ დაწესებულებაში შექმნი კრიზისს, თუ დაგჭირდა. ამბობ, რომ არ მომწონს არჩევნების შედეგები და გადავდივარ კონკრეტულ მოქმედებებზე, მათ შორის, თუ საჭიროა, ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ერთხელ არ გამოუვიდათ, თორემ განა არ იყო მაგის მცდელობა.
იგივე ნიკანორ მელიას საკითხი - თქვენ რა გგონიათ, არ იციან, რომ ასეთ შედეგებს გამოიწვევს და სახელმწიფო ვერ დათანხმდება იმაზე, რომ სტრუქტურები ჩამოიშალოს და იმ ჭკუაზე დადგეს, რასაც სააკაშვილი და გუბაზ სანიკიძე კარნახობენ?! ზუსტად იციან, მაგრამ თუ ვერ შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების, საზოგადოების ერთმანეთთან თუ სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაჯახების მოწყობა და ეს არეულ-დარეულობა, ნიკანორ მელია განამწესეს მოწინავე რიგებში.
თქვენ გგონიათ, არჩევნები უნდათ მაგათ, გინდა მორიგი თუ რიგგარეშე?! ეს არის სიტუაციის არევის მცდელობა,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.