17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა ნიკა მელია საკუთარ ოფისში პატიმრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში - უმრავლესობა ოპოზიციას დესტრუქციულ გეგმებში სდებს ბრალს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცესს საკუთარი პარტიის ოფისიდან აკვირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელია არც სასამართლო პროცესზე აპირებს მისვლას. 

უმრავლესობის ოპოზიციას დესტრუქციაში დებს ბრალს. მათივე ინფორმაციით, პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მელია პარტიის ოფისში ჩაკეტვას და დაუმორჩილებლობას აპირებს.

საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე მართლმსაჯულების წინაშე დეპუტატის იმუნიტეტის გარეშე წარდგება. პროკურატურა მას გირაოს პირობების დარღვევას, ელექტროსამაჯურის მოხსნას ედავება. ამ ქმედებისთვის მას დამატებითი გირაო - 40 ლარი ჰქონდა დაკისრებული, თუმცა, გადაუხდელობის გამო, ოპოზიციონერ ლიდერს ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება მეტად გაუმკაცრა და მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

დღის ამბები