17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
შეეფარდება თუ არა ნიკა მელიას პატიმრობა - სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს.

ცნობისთვის, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

დღის ამბები