19 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
10 ბიზნესასოციაცია ე.წ კომენდანტის საათის ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს

ბიზნესი "კომენდანტის საათის" ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს - ამის შესახებ 10 ბიზნესასოციაციის მიმართვაშია აღნიშნული, რომლითაც ასოციაციები პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ.

ბიზნესასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც.

"დიალოგი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მისაღებად. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, საკითხებზე მსჯელობას და გადაწყვეტილების დროულად მიღებას. დროში და სივრცეში გაწელილი ეს გადაწყვეტილებები, საბოლოოდ ჩამოაქცევს ბიზნესს, იმ სფეროს, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და უმუშევრობა გაიზრდება,"- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

"თბილისი ცენტრალის" დირექტორი ასოციაციების მოთხოვნის არგუმენტად დადებითობის მაჩვენებლის 3%-მდე დაწევას ასახელებს.

"თხოვნა არის, რომ შაბათ-კვირას აღდგეს მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ე.წ დადებითი მაჩვენებლი ჩამოსულია 3 პროცენტზე, ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ხელისუფლებამ," - აღნიშნავს სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

ტრანსპორტირება განსაკუთრებით საღამოს საათებში გაიზარდოს 11 საათამდე. კონკრეტულად რითეილისა და მოლების ნაწილში, საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ ბოლო 5 თვის განმავლობაში. ბიზნესს შეუძლია რეგულაციების დაცვა, თუ მასთან სწორი კომუნიკაცია იქნება,"- აცხადებს "ICR ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე.  

დღის ამბები