საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო მოძრაობა შემდეგ მონაკვეთებზეა აკრძალული:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა:
• თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-52-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
• მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
• დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-62-ე კმ მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია," - აღნიშნულია განცხადებაში.