17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მელიას საქმე გაართულებს საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შესაძლოა ნიკა მელიას საკითხის გამო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა გართულდეს, რაც აისახება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვაზე.

ჰარცელის შეფასებით, პროცესები სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მიდის და შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს.

"მელიას საქმე საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს. რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები