მოსამართლემ ნიკა მელიას საქმეზე აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს აღნიშნული საქმიდან აცილების შესახებ დღევანდელ პროცესზე მიმართეს.
ასევე, ადვოკატებმა დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის ხვალ, 12 საათისთვის გადადების მოთხოვნით, სხდომაზე აღნიშნული მოთხოვნა დაცვის მხარემ დღეს რამდენჯერმე დააყენა, თუმცა შემდეგ, სამივე ადვოკატმა, კონსულტაციების შედეგად, საკუთარი შუამდგომლობა პროცესის გადატანის შესახებ, გააუქმეს.