პროკურორმა ია დარჯანიამ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მას არასოდეს მისი პრაქტიკის განმავლობაში, არ უნახავს ისეთი ზეწოლა მოსამართლეზე, როგორიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე იყო.
პროკურორმა, ასევე უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან არაფერი არ ხდება, შესაძლოა, არსებობდეს კადრები, მაგრამ სად არის გადაღებული, რა მომენტში, არ ვიცით. ერთადერთი, რაც მე ამ სასამართლო პროცესზე დავინახე, არასოდეს, ჩემს პრაქტიკაში, ასეთი უპრეცედენტო ზეწოლა მოსამართლეზე, არ მინახავს. მთელი მათი ძალისხმევა მიმართული იყო იმაზე, რომ თქვენზე მოეხდინათ ზეწოლა, თქვენ დაეშინებინეთ და რამენაირად გაგეკეთებინათ საკუთარი თავის აცილება,"- მიმართა პროკურორმა ია დარჯანიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.