პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, ხელისუფლებამ დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია.
მისი თქმით, ამ ყველაფერს სიმშვიდეს და სრულ სოლიდარობას უპირისპირებენ.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, დაპირისპირების გაღრმავების გზა, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ. ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს, ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ჩვენს ხელში არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.