"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გავრილოვობა არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ, ზუსტად 2 თვეში იმ რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს.
"გავრილოვობა არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერდა აგვისტოს ომის შემდეგ ზუსტად 2 თვეში იმ რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს. შემდეგ ალაგეს ცრუ ნარატივი, თითქოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების იდეა იყო ომის დაბრალება. ჩვენ და მე, პირადად, მათ შორის, მაბრალებდნენ და ამ წერტილში მირტყამდნენ თითქოს, რომლებიც განწყობილები ვართ ისე, როგორც უნდა ვიყოთ ეროვნული ინტერესებით. თუ ანტირუსული განწყობა არსებობს, ეს ჩვენს გუნდშია. ვერასოდეს იქნება ანტიოკუპაციური განწყობა იმ გუნდში, რომლის წარმომადგენლებმაც ათობით სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებს მიყიდეს. დღეს, როდესაც გაყალბებული არჩევნების მოგონილი ნარატივი "ნაცმოძრაობას" ჩაუვარდა, ბოლო 4 დღეა შეიცვალა და ეს გავრილოვის ნარატივი გახდა. ეროვნული მოძრაობის სათავეში ვერ იქნება ვერც ერთი ის ქართველი, რომელიც საქმის რუსულ ოკუპაციას უჭერდა მხარს და სიტყვით დეკლარირებდა.
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არც ერთი ადამიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება არ შეიძლება რომელიმე ნორმალური ადამიანისათვის იყოს გასახარი, მაგრამ როდესაც ასეთი რადიკალი და დესტრუქციის შემოქმედი ადამიანები სახელმწიფოს გაყენებენ იმ მდგომარეობაში, როდესაც ან უნდა დაიცვა სახელმწიფო, შენ უკანონობის მხარეს, ვერ დადგები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.