პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მიმდინარე პროცესებზე განცხადება ბიუროზე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
"დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანზიებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის და შეგვეჩერებინა იმუნიტეტი.
გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და სახელმწიფო ინსტიტუტების სხვადასხვა შოტებმა მიიღეს ამ შემთხვევაში, არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა თუ, მის სახელმწიფო-კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას ექნებოდა ადგილი," - განაცხადა არჩილ თაალკვაძემ.