შესაძლებელია თუ არა, ყოფილი პრემიერის ხილვა ოპოზიციაში და პრემიერის გადადგომიდან რამდენიმე საათში ახალი კანდიდატურის დასახელება, ხომ არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას ჩამოშორებისთვის ისედაც ემზადებოდა.
ამ თემებზე "კურიერის" ეთერში მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ ისაუბრა:
"გიორგი გახარიას აღარ კმაროდა ის როლი, რომელშიც იყო. რა იყო ეს როლი - პასუხისმგებლობა ძალაუფლების გარეშე. ანუ, ნომინალური პრემიერი. მაგალითად, რომ შევარდნილიყო სპეცდანიშნულების რაზმი "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში, ვის მოუწევდა ამაზე ახსნა-განმარტების მიცემა? რა თქმა უნდა, პრემიერს. გიორგი გახარიას არ აკმაყოფილებდა ეს როლი, ნომინალური პრემიერი გუნდის გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ წავიდა როგორც გიორგი კვირიკაშვილი, ერთი ადამიანიც არ გაჰყვა უკან," - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ არ გამორიცხა, რომ გიორგი გახარია ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაშიც აღმოჩნდეს:
"არ გამოვრიცხავ და ამაზეც იყო საუბარი. მოიაზრებოდა ორი, მეტ-ნაკლებად რეიტინგული კანდიდატი, რომელსაც შეეძლო ეს როლი შეეთავსებინა. ერთი იყო კახა კალაძე და მეორე გიორგი გახარია. გახარია იყო პირი, პოლიტიკური კაპიტალით, რომელიც არ რეალიზდებოდა გადაწყვეტილებებში და არც ძალაუფლებაში," - აღნიშნა ანა დოლიძემ.