17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო" - საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Twitter-ზე დაწერა

"არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში, რომლებიც მოხარულები იქნებიან თქვენი ჩამოწერით - ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ ნარატივს, რომ ხართ არარეფორმირებადი და არ იმსახურებთ მხარდაჭერას.
დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ღრმად შეშფოთებული" ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვარ სერიოზულად დამწუხრებული, ზიზღსაც კი იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ბევრად მეტს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო." - წერს ტოომას ჰენდრიკ ილვესი

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას და ოპოზიციას აკისრებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. სოციალურ ქსელ Twitter-ზე ევროპელი პოლიტიკოსი წერს, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს.

"საქართველო არის გზაჯვარედინზე, საფრთხე ემუქრება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობებს. დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მმართველი ძალა და ოპოზიცია მოლაპარაკებებს და აღდგეს ეროვნული ერთობის დიალოგი. ყველა მხარეს აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე," -წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის საელჩოც:

"ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს,"-წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე

დღის ამბები