პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ კრიზისიდან გამოსვლის გზები გააჩინა.
როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებობს არსებობს ზომიერი ფრთა, რომელსაც თავად გახარია წარმოადგენდა.
"მე გამიჩნდა განცდა, რომ გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა შანსი იმის, რომ ჩვენ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან რაც შეიძლება მალე. ეს განცდა მე მყარად მაქვს, იმიტომ რომ გახარიამ დღეს დილით ცალსახად მიანიშნა იმაზე, რომ მისივე გუნდში, "ქართულ ოცნებაში" არსებობს რადიკალური ფრთა, რომელიც ესკალაციის მომხრეა და არსებობს ზომიერი ფრთა, რომელსაც წარმოადგენდა გახარია.
იმედი მაქვს, რომ გახარია არ იყო მარტო "ქართულ ოცნებაში" და არიან იქ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი გაწელვა ამ პროცესის, სიჯიუტე, არის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვი", მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ეს არის ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
აქვე, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომამ შექმნა გარემო, რომ საჭიროა დიალოგის განახლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.