საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამერიკელი კონგრესმენი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი.
კონოლი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
"გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიღწევა მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობისა და დიალოგისთვის აუცილებელი პირობების შექმნითაა შესაძლებელი.
- წერს ჯერი კონოლი.