პარლამენტთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ "რუსთავი 2- ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქტივისტებს დაკავებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ხაბეიშვილის თქმით, ერთ-ერთ აქტივისტს ნეკნები აქვს დაზიანებული.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა აქტივისტებთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა სცადა.