17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. ის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს ჩაანაცვლებს. ირაკლი ქარსელაძე ამ დრომდე აღნიშნულ უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

მინისტრთა განახლებული კაბინეტის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ 2 ახალი მინისტრი იქნება

მინისტრობის კანდიდატურებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ. ნდობას მთავრობას პარლამენტი უკვე მომავალ კვირაში გამოუცხადებს, ამისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა მმართველ პარტიას აქვს.

დღის ამბები