17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა ოპონენტს, ვინც იქნება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში - გურამ მაჭარაშვილი

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპონენტებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. "ქართული ოცნების“ წევრები ოპონენტებს მიმართავენ, წარმოადგინონ არგუმენტები, რითიც დაადასტურებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.  

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპონენტს, ვინც იქნება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ვისაც ეკუთვნის პარლამენტში მუშაობა, რომ მიიღონ მონაწილეობა. თუ გაქვს მტკიცებულება და ინფორმაცია, ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა და მაღალი ხარისხის საგამოძიებო ორგანო, რომელშიც შეგიძლია, რომ მოიტანო და მტკიცებულება დადო,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით კი, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა წევრთა რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"ციფრებზე ჯერ ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით, მაგრამ კონსტიტუციით და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიაში არანაკლებ ნახევრისა, უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. თუ საზოგადოებას ჩვენ არ ვუთხარით რა არის სიმართლე, ისე რა არის არჩევნების მიზანი?“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები