პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელია დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის. ამასთან, თალაკვაძე ამბობს, რომ დიალოგს პრობლემა აქვს ოპოზიციის და არა, "ქართული ოცნების" მხრიდან.
"ელჩების შეფასებას იმაზე, რომ ნიკა მელია ხელს უშლის სააკაშვილთან ერთად, დიალოგის წარმატებით დასრულებას - ვეთანხმები. ამაზე 2-მა ოპოზიციონერმა უკვე საჯაროდ აღიარა, რომ შიდა მოლაპარაკებებში პირდაპირ იყო მითითება, რომ ეს დიალოგი არ უნდა შედგეს. ეს საგანგაშო იყო და შესაბამისად, სანამ ოპოზიციის ეს სპექტრი რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში, მე ვფიქრობ, დიალოგს პრობლემა აქვს მათი მხრიდან და არა "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და პარტნიორებთან ერთად, ნებისმიერ სამართლიან გადაწყვეტილებას ყოველთვის მივესალმებით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.