17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
რამდენ ხანს გასტანს მორატორიუმი და გაჩნდა თუ არა დიალოგის ახალი შანსი - საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები ქართველ პოლიტიკოსებს

ახალი მოცემულობით და ძველი დღის წესრიგით ქვეყანა კვლავ იგივე კითხვაზე ელის პასუხს - დიალოგი თუ დაპირისპირება? ვიდრე მხარეთა ბოლო განცხადებები კვლავ წარსულში გვაბრუნებენ, მომავალზე ღელავენ საქართველოს პარტნიორები.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ბოლო პოლიტიკურ კრიზისს პირველად გამოეხმაურა და დიპლომატიურად, თუმცა პირდაპირ მიანიშნა რაში ხედავს პრობლემას.

იმ მასშტაბის პოლარიზების ფონზე, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ოპოზიციის სხვა ნაწილსაც გამოსავლად ერთმანეთთან დალაპარაკება ესახება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ შეცვლილია მთავარი კონტექსტი, ამიტომ დარწმუნებულები არიან, რომ დათმობა სწორედ მოწინააღმდეგეთა ბანაკში იქნება და ეს მხოლოდ, დროის საკითხია.

მმართველი გუნდისთვის ბოლო საერთაშორისო გამოხმაურებებში გამორჩეულად საინტერესო "ევროპის სახალხო პარტიის" გზავნილი იყო, რომელიც პირდაპირ წერს, რომ ახლა გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, განახლებული დიალოგის გზით. EPP კრიზისის გაღრმავებაში სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებს, რაც მმართველ გუნდს არ უკვირს და კრიტიკას EPP-ისა და "ენმ-ს" თანამშრომლობით ხსნის.

დღის ამბები