17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
გვარები ცნობილია - არჩევნებიდან სამი თვის თავზე პარლამენტმა მთავრობას ნდობა ახლიდან უნდა გამოუცხადოს

"ქართული ოცნების" მეორე მთავრობა ახალ პარლამენტში - არჩევნებიდან სამი თვის თავზე პარლამენტმა მთავრობას ნდობა ახლიდან უნდა გამოუცხადოს. ჯერჯერობით, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას კაბინეტს ინარჩუნებს. 

პრემიერის გადადგომის შემდეგ, საკუთარი სურვილით პოსტი მხოლოდ პირველმა ვიცე-პრემიერმა დატოვა. მაია ცქიტიშვილი დღეს მადლობით გააცილეს.

ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროებში კი, მინისტრების სავარძლები მოადგილეებმა დაიკავეს:
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია ირაკლი ღარიბაშვილი;
თავდაცვის მინისტრის პოსტზე მას ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის, რომელიც დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო;
კიდევ ერთი ახალი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ხდება, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაია ცქიტიშვილს შეცვლის, ის წლების განმავლობაში იყო ცქიტიშვილის მოადგილე;
ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, პოსტს ინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური;
ჰააგის სასამართლოში წასვლამდე იუსტიციიის სამინისტროში რჩება გოჩა ლორთქიფანიძეც.

უცვლელია ეკონომიკური გუნდის შემადგენლობაც:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათია თურნავა,
ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის სავარძელში რჩება - ლევან დავითაშვილი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - კვლავ ეკატერინე ტიკარაძეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელს ინარჩუნებს თეა ახვლედიანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლავ პოსტზეა დავით ზალკალიანი.

ჯერჯერობით, ერთ უწყებად რჩება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც ნდობის გამოცხადების შემთხვევაში ისევ მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.

დღის ამბები