პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მაგისტრალური გზების მშენებლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
"პანდემიის გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არცერთი დღით არ შეგვიჩერებია არცერთი სისტემური პროექტი, ბუნებრივია, თავისი ზეგავლენა ჰქონდა, თუმცა ერთიანობაში შეიძლება ითქვას, რომ იმ დაგეგმილ ნიშნულს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ რიკოთის და ზოგადად, მაგისტრალური გზების მიმართულებით.
რეგიონალური განვითარება უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორედ ევროკავშირისკენ სწრაფვით და ევროკავშირში შესვლის გზაზე არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ასევე ძალიან ინტენსიურად ვავითარებთ," - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.