ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა უნდა დაიწყოს. ჟიგიმანტას პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრაზე იმსჯელებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საუბარი შეეხება ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
"მთავარი მესიჯია, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ვართ კონსტრუქციული პოლიტიკოსები, კონსტრუქციული და პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს და სრულიად ვეთანხმებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ მხოლოდ მოლაპარაკებები და შეთანხმება, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელიც აქამდე ყოველთვის იყო აგრესიული,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხის გადაჭრის გარეშე, ქართული ოცნებასთან მოლაპარაკებების წარმოება რთული იქნება.
"ჩამოსულია ლიტვის დელეგაცია, პარლამენტის წევრები, კოლეგები, რომლებმაც იკისრეს შუამავლის ფუნქცია ამ დაძაბულ ვითარებაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ნიკა მელიას პატიმრობა მიუსაჯეს, ამ საკითხის გადაჭრის გარეშე იოლი იქნება მოლაპარაკებების წარმოება? ნამდვილად ვერ იქნება იოლი,“ - ამბობს თამარ კორძაია.