17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ფრთხილი და ზომიერი არის ძალიან მნიშვნელოვანი - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის თქმით, დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ფრთხილი და ზომიერი უნდა იყოს.

მაჭავარიანის შეფასებით, ლარის კურსის სტაბილურობას ყველაზე უფრო ხელს უშლის მაღალი ხარისხის დოლარიზება.

"კურსის სტაბილურობას ყველაზე უფრო ხელს უშლის მაღალი ხარისხის დოლარიზება, როგორც სახელმწიფო ვალის, ისე კერძო კომპანიის და ასე შემდეგ. დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ფრთხილი, ზომიერი და დროში გაწერილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მკვეთრი ნაბიჯები საფრთხილოა," - განაცხადა მაჭავარიანმა.

დღის ამბები