17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნიკა მელიას ოფისიდან გასვლა თუ დაბრუნება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდება

ნიკა მელია კვლავ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში რჩება. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ შენობას, პერიოდულად, ტოვებს ხოლმე და ამის დასამტკიცებლად ჟურნალისტებს ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებასაც დაჰპირდა, თუმცა მასალა ჯერ არ გაუვრცელებია. უფრო ადრე, ორი დღის წინ, "ღამის კურიერთან" ინტერვიუში პოლიტიკოსმა თქვა, რომ შაბათს, ანუ დღეს, პანაშვიდზე უნდა წასულიყო.

როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, ნიკა მელიას პარტიის ოფისიდან თითოეული გასვლა და შემოსვლა მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით მოხდება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო ნათქვამი მხოლოდ ერთი რაღაც, რომ დროებით გადაიდო ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება. ეს დროებით გადადება ნიშნავს სრულიად გაურკვევლობას, ეს არ ნიშნავს რომ მათ უარი თქვეს, ისინი, უბრალოდ, ახლა ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს და ამ ხელსაყრელ მომენტს ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ. სწორედ ამიტომ ვართ მობილიზებული პარტიის ოფისში და ნიკა მელია როდესაც გავა ოფისიდან თუ შემოვა, ესეც იქნება მისი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები