17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
თავი დაანებეთ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმზე ფიქრს - ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უკვე მეოთხე დღეა პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიაც.

ისევ კეთდება გაცხადება, რომ ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ და სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობას არ მისცემენ. 

"რაც ხდება დღეს ნიკა მელიას წინააღმდეგ, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და კანონთან. არაფერი არ არის გამორიცხული, კარგად ვხედავდით, როგორ იყვნენ რობოკოპები და რა რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული აქედან სულ რამდენიმე მეტრში. შემიძლია გავაფრთხილო ხელისუფლება, თავი დაანებეთ ამ უგუნურობაზე ფიქრს, რასაც ჰქვია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმი, თორემ ეს იქნება ამ ხელისუფლების დასასრული,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ხელისუფლებისგან მოულოდნელი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი. ჩვენ, ჩვენს მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ აქ ყოფნას და არ მივცემთ ხელისუფლებას აღასრულოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სამართალთან კავშირი არ გააჩნია,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები