17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ყველა პარტიამ, გარდა "ქართული ოცნებისა", საჯაროდ განაცხადა თავისი ვალდებულება მშვიდობიანი დიალოგის შესახებ - ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომლის ვიზიტის მთავარი მიზანიც საქართველოში პოლიტიკური ვითარების განმუხტვა იყო, ქვეყანა უკვე დატოვა. ბოლო შეხვედრა მან ოპოზიციასთან გამართა.

ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს. ლიეტუველი კანონმდებელი განცხადებას სოციალურ ქსელ Twiter-ზე ავრცელებს.

"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა "ქართული ოცნებისა", საჯაროდ განაცხადა თავისი გულწრფელი ვალდებულება მშვიდობიანი დიალოგის შესახებ,"-წერს პავილიონისი.

 

დღის ამბები