17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მელიას მეშვეობით დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი და გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ნიკა მელიას მეშვეობით კანონი დაარღვია და სამართლებრივი სივრციდან გავიდა. როგორც ოხანაშვილი ამბობს, ოპონენტებს საარჩევნო რეფორმაში ჩართულობასა და მონაწილეობას სთავაზობენ. თუ ამაზე უარს ამბობენ, ოხანაშვილის თქმით, ისინი გადიან სამართლებრივი სივრციდან.

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოზიციაც ეფუძნება სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიის პრინციპს და კანონის უზენაესობის პრინციპს. მან ის, რაც გააჟღერა, სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს და მან აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გეოპოლიტიკურად ისეთ სიტუაციაში, სადაც მაქსიმალური სიფრთხილით არის მოქმედებები საჭირო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, მან თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნები აღიარა როგორც კონკურენტული. ეს აღიარებულია და აქ კითხვის ნიშნები ვერავინ ვერ დასვამს, მან თქვა ასევე, რომ მათ ჰყავდათ წარმომადგენლობა უბნებში. 11 000-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ შევთავაზეთ მათ საარჩევნო რეფორმაში ჩართულობა და მონაწილეობა, შევთავაზეთ კომისიაში მონაწილეობა. თუ ამაზე უარს ამბობენ, ფაქტია რომ ისინი გადიან სამართლებრივი სივრციდან.

ჩვენ დიალოგის კარი არასოდეს არ დაგვიხურავს, მათ ამ დღეებში დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ ისინი არ ატარებენ აქციებს. ეს კიდევ გასარკვევია, არ ატარებენ, თუ ვერ ატარებენ და ხალხი ვერ შეაგროვეს, ეს ცალკე საკითხია. პირდაპირ ამ პოზიციის გაჟღერება არის აღიარება იმის, რომ ისინი მთელი ეს პერიოდი გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან, დემონსტრაციულად მოახდინა ნიკანორ მელიამ, პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალური თავმჯდომარე ეს არის მათი ბელადი მსჯავრდებული სააკაშვილი და არა ვინმე ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მათ მელიას მეშვეობით, დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი და გავიდნენ ამ სამართლებრივი სივრციდან,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები