17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
პანდემია, სოციალური მდგომარეობა და ქვეყნის უსაფრთხოება - ირაკლი ღარიბაშვილი პრობლემების ეფექტურად მოგვარების პირობას მეორედ დებს  

პანდემია, მისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სოციალური მდგომარეობა და ქვეყნის უსაფრთხოება - ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარების პირობა მთვარობის მეთაურის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან უკვე მეორედ დადო.

პრემიერობის კანდიდატმა ყურადღება ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე და ბიზნესისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა.

თქვა, რომ მისი პრემიერობის პირველ 100 დღეში საზოგადოებას მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან ერთად 10 წელზე გათვლილ განვითარების სტრატეგიასაც წარუდგენს.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების მისეულ ხედვებზე ისაუბრა, შეხვედრამ კითხვა-პასუხის ფორმატში გადაინაცვლა. ღარიბაშვილს სამთავრობო პროგრამა ალეკო ელისაშვილის პარტიამ დაუწუნა.

სამომავლო გეგმების კრიტიკასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მას წარსული და მისი ნათესავები შეახსენა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების აუცილებლობის წინაშე მმართველი პარტია მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტი დატოვა მაია ცქიტიშვილმაც, შემცვლელად მინისტრის პოსტზე მისი მოადგილეა შერჩეული. ღარიბაშვილის კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოზიციას ასევე ყოფილი მოადგილე ჩაიბარებს. 

დღის ამბები