17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ახლა ვიცით რომ ყველა მხარე მზადაა იპოვოს გამოსავალი - კელი დეგნანი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, სადაც ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მივიდა.

კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები