დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრის რანგში პირველ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომას გამართავს.
შეხვედრა ტრადიციულად მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება და 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ დააანონსა შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნა, რომელიც მიმდინარე კვირაშივე ამოქმედდება.
პრემიერი მოსახლეობას ასევე დაჰპირდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში დაგვიანებით, თუმცა მარტში შემოვა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება.