17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
8 მარტიდან რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირების უფლება ეძლევათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 8 მარტიდან რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირების უფლება ეძლევა.- ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა:

"რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ  შაბათ-კვირის გარდა ბათუმში, პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხირდან მკაცრად გაკონტროლდება

დღის ამბები