17 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი - ვიზიტორები საქართველოში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით დაიშვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1 მარტიდან ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები ნაწილობრივ შემსუბუქდება:

"საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე, ამ ეტაპზე, ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მოქმედი რეჟიმი ნარჩუნდება სახმელეთო საზღვარზე.

დღის ამბები