დასავლეთის მხრიდან მომდინარე კრიტიკულ შეფასებებს ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება. ნათია თურნავა ამბობს, რომ მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერ რჩევა მნიშვნელოვანია.
"შემიძლია მოკლედ გაგცეთ პასუხი, რომ დასავლეთიდან, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ და კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს და ჩვენც აქ, ერთიანები ვართ," - განაცხადა ნათია თურნავამ.