26 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
"არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში" - პარლამენტთან "სირცხვილია" აქციას გამართავს

"არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში" - ამ ლოზუნგით დღეს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება.

აქცია სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს - იქ, სადაც ზუსტად 100 წლის წინ უამრავი ადამიანი გმირულად დაეცა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან.

მათი განცხადებით, იქნება სიტყვით გამოსვლები და განვლილი ისტორიის შეფასება.

"ჩვენი საპროტესტო აქციის მთავარი სლოგანი არის - "არასოდეს უკან საბჭოთა კავშირში," რათა ჩვენ აღარასოდეს დავბრუნდეთ საბჭოთა მარწუხებში. ჩვენ ძალიან კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი," - განაცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ. 

დღის ამბები