17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - გიგი წერეთელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილებაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, საჩივარი არ მიიღო და შესაბამისად, ენმ-ს ლიდერი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ამ პროცესებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური ხასიათისაა და არა სამართლებრივი:

"ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის რომ საქართველოს სასამართლო თავისუფალი არაა, ამას ყველა განცხადებაში ამოიკითხავთ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გზავნიან. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვას სასამართლო, მართლმსაჯულება დიდი პრობლემაა და ეს პრობლემაა პოლიტიკური ზეწოლა და არათავისუფალი სასამართლო," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც კრიტიკა მთელი მსოფლიოდან მოდის და არსებობდა ამ კრიზისის განმუხტვის ლეგალური საფუძველი, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

დღის ამბები