17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
საერთაშორისო მხარდაჭერა რომელიც ახლა ოპოზიციას აქვს, აქციებში არ უნდა გავფლანგოთ - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის სტრატეგია, ცვლილებებს აქციების გზით მიაღწიოს, არ მუშაობს.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიციამ საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერა აქციებში არ უნდა გაფლანგოს და ის პრინციპულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის გამოიყენოს. 

"ხალხს, არც არავინ სთავაზობს რევოლუციურ სცენარს, უბრალოდ, რევოლუციით აშინებენ, ან ჰპირდებიან, მაგრამ რეალურად, რევოლუციურ სცენართან არაფერი აქვს საერთო იმას, რაც ქვეყანაში ხდება. პრობლემა სხვა რამეშია, ადამიანები არიან გაღიზიანებულები, არ მოსწონთ "ქართული ოცნება", ხვდებიან, ესენი რა ხალხია, მაგრამ არჩევანი ასეთია ამ ადამიანების თვალში, რომ თუ გახვალ აქციაზე და წარმატებული იქნება ის, რაშიც მიიღებ მონაწილეობას, მოდის მიშა ერთპიროვნულად. ამ ადამიანებს ეს არ უნდათ და ამის გამო იკავებენ თავს იქ გასასვლელად.

ფაქტია, ეს არ მუშაობს, რაღაც სხვა გვაქვს მოსაფიქრებელი, რაც, ჩემი აზრით, არის ის, რომ ის საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერა, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, აქციებში კი არ გავფლანგოთ, არამედ მაქსიმალურად მეტი წამოვიღოთ ხელისუფლებიდან. გამოვაშვებინოთ როგორც ნიკა მელია, ისე გიორგი რურუა დაც შევთანხმდეთ თამაშის ისეთ პირობებზე, სადაც გასაგები იქნება, რომ მომავალში ხელისუფლებას ერთპიროვნულად ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში. ამაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ, როგორც პოპულაციამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც მართლა გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რა უნდა მივიღოთ?!,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები