დედაქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია და მხარდამჭერები ორი საათს წინ დაიძრნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ნიკა მელია. დღევანდელი შეკრება სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მხარდასაჭერად იმართება.
უკვე უნდა დაიწყოს სიტყვით გამოსვლებიც, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ.