17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ახალი სლოგანი იქნება - "არ გადავიხდი და ვერ გამომიშვებ" - უმრავლესობა ნიკა მელიაზე

პროკურატურის შეთავაზებაზე უარი, მმართველი პარტიის შეფასებით ოპოზიციის დესტრუქციას ადასტურებს.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას და ოპოზიციის თვითმიზანიან რომ ის ციხეში რჩებოდეს, ამიტომ ყველა შესაძლებლობაზე ამ დრომდე უარია ნათქვამი.

"ბოლომდე მოახდინა ლუსტრირება ჩვენმა ოპოზიციამ, როდესაც პროკურატურის ამ კონსტურქციული პოზიციის შემდეგ მათ ისევ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არ აპირებენ გირაოს გადახდას. ვფიქრობ, რომ მათი ნებისმიერი, ის ფასადური არგუმენტიც კი უქრებათ ხელიდან, რომელიც ჰქონდათ, რომ თითქოს ეს პროცესი იყო პოლიტიკური და ვინმეს ჰქონდა მიზნად, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება მომხდარიყო, ეს ნამდვილად არ არის ასე, ეს განცხადების შემდეგაც გამოჩნდა და ახლა მათი ახალი სლოგანი იქნება - "არ გადავიხდი და ვერ გამომიშვებ", თუ არ გადაიხდის ნამდვილად ვერ გამოვუშვებთ," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა. 

"ნებისმიერ დროს, როგორც აქამდე ჰქონდა და არ გადაიხადა და საკუთარი თავი მიაბრძანა სატუსაროში, დღესაც აქვს შესაძლებლობა ნებიმიერ დროს გამოთქვას სურვილი, რომ თუ ის გადაიხდის გირაოს, პროკურატურა გამოთქავამს მზადყოფნას, რომ მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.

გადაიხადოს გირაო და დაუბრუნდეს იმ საქმიანობასაც, რასაც აქამდე ეწეოდა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, თანხის გადახდის შემთხვევაში პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართოს

 

ამავე თემაზე
დღის ამბები