17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
დუმილი არის ოქრო და ხშირად მიმართონ ხოლმე - საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილზე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მზაობას გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლასა და დახმარებაზე.

საბა ბუაძემ "დღის კურიერის" ეთერში თქვა,  რომ თუ ვინმეს ჩამოსვლა სურს და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება.

"როგორც ჩანს, 8 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ეს მზაობა ნახოს საკუთარ თავში. სერიოზულად ვერ ვუპასუხებ ამ გამონათქვამებს და განცხადებებს. ერთადერთი, მინდა შევახსენო, რომ მას და ამ განწყობის მქონე ადამიანებს, რომ დუმილი არის ოქრო და ხშირად მიმართონ ხოლმე დუმილს.

ჩვენ ვართ აქ ადგილზე, ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ამ ბრძოლის წინა ხაზი გადის სწორედ ამ ძალიან მწვავე პროტესტზე და თუ ვინმეს აქვს იმისი შნო, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება," - განაცხადა საბა ბუაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ახლაც მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში თუ ამის საჭიროება იქნება. მან ასევე რუსული ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა არ უნდოდა ოპოზიციური ერთიანობისთვის ხელი შეეშალა, ვინაიდან, მისივე თქმით, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა არ მოსწონს.

დღის ამბები