საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ ოპოზიციის სიტყვები არ წარმოშობს ნდობას და საზოგადოება აღარ მოტყუვდება.
"საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხვდება, რომ რასაც ეს ხალხი აკეთებს, თუნდაც ის, რომ ღრიალებენ, მაგალითად, გიგი უგულავა და იმუქრება, რომ ყველა ოპონენტს გაუსწორდებიან, არ წარმოშობენ ნდობას, რომ ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება იმით, რასაც ესენი გვთავაზობენ. პირიქით, შეიძლება ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს. სააკაშვილი რომ მოუწოდებს, ნუ გეშინიათ, მე ჩამოვალ და ყველას დაგაპურებთო, ეს რეალობა საზოგადოებაში უკვე შეიცვალა და საზოგადოება უკვე აღარ ტყუვდება,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.