17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ქართული საზოგადოება დაიღალა, ამოვიდა ყელში... საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია აქ სტაბილურობა - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლა მოხდება, რადგან ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ულტიმატუმის შესრულება ჰგონია მოლაპარაკება.

"მთლიანობაში, სიტუაცია რომ დავხატოთ, არის - "ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილი, მეორე მხარეს ჰყავს მელია ციხეში, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას აქცევს. როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ, ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები. ეს არის რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, იქნება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ასევე, ამომრჩერჩევლისგან იმ მხარეზე, რომელიც ფიქრობს, რომ მოლაპარაკება არის ულტიმატუმის შესრულება. ქართული საზოგადოება დაიღალა, ამოვიდა ყელში... საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ სტაბილურობა, გარდა იმისა, რომ სიმპათიით არიან ჩვენდამი განწყობილები, არავინ არ დაიჯეროს, რომ რაღაც დიდი სიმპათიები და ემოციები სუფევს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები