ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. პროკურატურა სამი ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
იზოლატორში უკვე იმყოფებოდა ადვოკატი.
ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ბრალს არ აღიარებენ. შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.