17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს - ნათია თურნავა S&P Global-ის გადაწყვეტილებაზე

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება. ნათია თურნავას თქმით, S&P-ის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას:

"ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას.

მთავარი რაც არის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები